02 აპრილი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სს სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ჩაქვის სამედიცინო და ბათუმის პოლიკლინიკის სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარებს უმასპინძლეს.

   ბავშვებმა კანონმდებლებთან ერთად ნახატები დახატეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა პატარა სტუმრებს მათთვის საგანგებოდ მომზადებული საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.
   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა ძალზე მნიშვნელოვანია და მათი მიზანი  აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

   საკანონმდებლო ორგანოს საჩუქრები აუტიზმის დიაგნოზის მქონე 60-მდე ბავშვს გადაეცა.