31 მარტი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბათუმის ტურიზმის ფესტივალის ,,ტურისტერი”-ს გახნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

  პანელურ განხილვაზე - ,,ტურიზმის კანონმდებლობა“ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურიზმის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელობაზე, კანონმდებლობის ხარვეზებზე და ამ მხვრივ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ მდგომარეობაზე.

  ფესტივალი - ტურიზმის ინსტიტუტისა და მარკეტინგული კომპანია “ შინდი”-ს ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია ბიზნეს- პრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოსდაცვის ,მარკეტინგისა და კულინარიის შესწავლა და ანალიზი, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება ტურიზმის გამოწვევები და შესაძლებლობები.

  ფორუმის ფარგლებში სამ ძირითად მიმართულებაზე იმსჯელეს -საკანონმდებლო რეგულაციებზე, ტურიზმის პოლიტიკაზე, კლიმატური ცვლილებებისა და ტურზმის განვითარების ურთიერთქმედებაზე.