30 მარტი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი,  საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ქალაქ ბათუმის მერთან ერთად,  ბათუმის სასპორტო სკოლაში ბერძულ-რომაულ ჭიდაობას დაესწრო.

  მსოფლიო ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორისა და მსოფლიო თასის მფლობელის- მუხრან ვახტანგაძის სახელობის, ტრადიციულ,  მე –7 საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც  ბათუმი 29-30 მარტს  მასპინძლობდა,  წელს 10 ქვეყნის 112 სპორტსმენი მონაწილეობდა.

   აჭარის ჭიდაობის ფედერაციისა და   ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული ტურნირის დელეგატი  უკრაინელი სერგეი პავლოვი,  ტურნირის მთავრი მსაჯები კი საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე და ოლიმპიური კატეგორიის მსაჯი ზაზა ჯიბლაძე იყვნენ.