ბათუმს თანამედროვე სპორტკომპლექსი შეემატება 

27 მარტი

  ზაფხულის ბოლოს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, ახალი სპორტული კომპლექსი შეემატება. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს მთავრობის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებთან - დავით გაბაიძესთან და თორნიკე რიჟვაძესთან, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლადო მგალობლიშვილთან, რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 3 400 მაყურებელზე გათვლილ სპორტკომპლექსში, ძირითადი დარბაზების გარდა, ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები. მოეწყობა გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა. შენობას ექნება ღია ავტოსადგომი. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული.

 პროექტს, რომლის ღირებულება 61 977 777 ლარია, შპს"საბა კონსტრაქშენი" ახორციელებს. სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ. მეტრია და იქ სხვადასხვა სექცია განთავსდება.

 ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავის მოწყობის, შიდა და ეზოს კეთილმოწყობის, ფასადის სამუშაოები. მშენებლობაზე 300 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

 

განცხადებები