15 დეკემბერი

„კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტი განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის 15 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა. მან კოლეგებს კოდექსში შესატანი ცვლილებები წარმოუდგინა.

მომხსენებლის განმარტებით, პროექტში საუბარია არაკულტურული მემკვიდრეობის ქვეყნის ფარგლებს გატანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი ნებართვები მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაიცემა. ცვლილებები ამავე უფლების აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის დელეგირებას ითვალისწინებს.

კანონმდებლებმა წარმოდგენილ ცვლილებებს ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტი, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაეგზავნება.