23 მარტი

  4-ჩვენი ქვეყნის მომავალი აუცილებლად იქნება ნათელი და წარმატებული, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, იმიტომ რომ განათლებული, ერუდირებული და აქტიური ახალგაზრდობა გვყავს,- აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სასტუმრო „შერატონში“ „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

  არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებისა“ და ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ფორუმის მონაწილე 800 ახალგაზრდა დელეგატი სამი დღის განმავლობაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე დაგეგმილ სესიებში მიიღებს მონაწილეობას.