23 მარტი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, უმაღლესი საბჭოს აპარატის, რეგიონის ხელისუფლების, საზოგადოებისა და  საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარის სადროშოს წარმომადგენლებთან ერთად, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და ბათუმისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა საძმო საფლავი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.

   98 წლის წინ, 1921 წლის 18-21 მარტს, დემოკრატიული საქართველოს დემობილიზებული ქართული არმიის მებრძოლებმა და მოხალისეებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით, ბათუმისათვის გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გაიმარჯვეს და აჭარა დედასამშობლოს შეუნარჩუნეს.

   ბათუმის ეპარქიის სასულიერო პირებმა დაღუპულ გმირთა სულებისათვის პანაშვიდი გადაიხადეს.