21 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, საკანონმდებლო ორგანოში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო ასოციაცია „თანასა“ და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის აღსაზრდელებს უმასპინძლეს.

„არავინ დატოვო შენს მიღმა“ - ამ დევიზით გამართულ ღონისძიებაზე, ბავშვებმა კანონმდებლებთან ერთად ნახატები დახატეს და მათთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა პატარა სტუმრებს მათთვის საგანგებოდ მომზადებული საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა უმაღლეს საბჭოში ერთგვარ ტრადიციად იქცა.