20 მარტი

21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის დღე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კარგად იციან სიტყვის თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა. ადამიანებისთვის, რომლებიც ამ უდიდესი ღირებულების დასაცავად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ივიწყებენ ყოველგვარ პირადულს და ზოგჯერ წარმოუდგენლად გაუსაძლისი ვითარებიდანაც კი გვაწვდიან ოპერატიულ, ობიექტურ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. მართალი სიტყვის მსახურება ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე სიარულია - საკმარისია წონასწორობა დაკარგო, რომ კარგავ ყველაზე ძვირფასს - საზოგადოების ნდობას, რომლის გარეშე ყველაფერს ეკარგება ფასი. გისურვებთ შრომის დაფასებას, სასიხარულო მოვლენების სიმრავლეს და რაც მთავარია, მკითხველის, მაყურებლის, მსმენელის გულწრფელ სიყვარულს, რომელიც ყველა ჯილდოზე ძვირფასია! ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ, გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს!

 

პატივისცემით,

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის

თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე