20 მარტი

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ერთი შეხედვით, თუნდაც სულ მცირე, ყოველდღიურობის ამსახველი პატარა ინფორმაციაც კი ძალზე საპასუხისმგებლო, რთულ და გამუდმებით დაძაბულ შრომას იტევს. მიზანი - გამუდმებით იდგე დემოკრატიის სადარაჯოზე, პროფესიონალი და თავისი საქმის უსაზღვროდ მოყვარული ჟურნალისტებისგან, ხშირად პირადულის გვერდზე გადადებას ითხოვს. ამიტომაც განსაკუთრებულია და დასაფასებელია თითოეული მედიასაშუალების, ჟურნალისტის, ფოტორეპორტიორის, ოპერატორისა და ტექნიკური თანამშრომლის შრომა.

ქართული ჟურნალისტიკა, მისი არაერთი თაობა ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის სამსახურში, ასე იქნება მომავალშიც.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს და გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით საქმიანობაში!