19 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა 21 მარტს ჩატარდება. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს წევრებმა ბიუროს მე-6 სხდომაზე მიიღეს. აქვე განისაზღვრა საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის დღის წესრიგის პროექტიც, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

ბიურომ ასევე ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას, რომელიც კანონმდებლებს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.