19 მარტი

„საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება და განხილვის პროცედურა“- ამ სახელწოდების ტრენინგი ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ბერიძემ, რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ტრენინგის ფარგლებში, საკანონმდებლო საქმიანობის სპეციფიკა გააცნო, ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომლებსაც თითოეული საკანონმდებლო ინიციატივა გაივლის და უპასუხა მათ შეკითხვებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება გააცნეს და    დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.