უმაღლეს საბჭოში ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლეს

18 მარტი

- სილეზიასა და აჭარას შორის ურთიერთობები ინტენსიურად და წარმატებით ვითარდება და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც აისახება, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოში ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრისას.

პოლონეთის 12-კაციანი დელეგაცია, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ცეზარ ფშიბილსკის მეთაურობით, აჭარას ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების, ფრაქციების თავმჯდომარეები, დამოუკიდებელი დეპუტატები და აპარატის უფროსი ესწრებოდნენ, მხარეებმა რეგიონთაშორის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დავით გაბაიძემ პოლონელ კანონმდებლებს გულითადი მადლობა გადაუხადა 2018 წლის ივლისში საქართველოს მხარდამჭერი  რეზოლუციის მიღებისთვის, რაც მსოფლიო სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი