13 მარტი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი, თბილისში, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრნენ. 
  საიუბილეო თარიღი, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
  დღის ბოლოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გამართული შემაჯამებელი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და საიუბილეო თარიღი მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 
  ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში პარლამენტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა, პარალელები გაავლო წარსულსა და დღევანდელობას შორის.

  საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი ღონისძიებები რობერტ სტურუას სპექტაკლით დასრულდა.

განცხადებები