12 მარტი

   12 მარტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თარიღია - ზუსტად 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს. ამ დღეს ჩატარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა და საუკუნოვანი ბრძოლების, ქარტეხილების შემდეგ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე წარსდგა როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გილოცავთ საიუბილეო თარიღს!