06 მარტი

საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტს მოუსმინეს. პრეზიდენტის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.

სალომე ზურაბიშვილი ამ რანგში პირველად წარსდგა მოხსენებით და მან ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე, სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე, ქვეყნის, მისი რეგიონების განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება, ისაუბრა დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.