აგრარულ კომიტეტს მე-6 წევრი შეემატება

25 თებერვალი

 აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს მალე მე-6 წევრი შეემატება. საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
 დადგენილების პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა აჭარის უმაღლეს საბჭოში მერაბ ბლადაძემ, რომლის უფლებამოსილებაც კანონმდებლებმა 11 თებერვლის რიგგარეშე სესიაზე ცნეს, შესაბამისი განცხადებით საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა. 
 კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.