25 თებერვალი

 აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე, დავით თედორაძე, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის, მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ავღანეთის ომების მონაწილეებთან ერთად, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და ბათუმისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს. 
 ზუსტად 98 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო. ეს მოვლენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიად შეფასდა. 25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაბლა ეშვება.