ღვინის ეტიკეტების გამოფენა აჭარული ღვინის სახლში

14 თებერვალი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ წულაძე და ლადო მგალობლიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, აჭარული ღვინის სახლში საგამოფენო სივრცის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

   საზეიმო ღონისძიებაზე გასული საუკუნის ღვინის ეტიკეტები (სხვადასხვა სახეობის 143 ეტიკეტი) გამოიფინა. ორგანიზატორთა განცხადებით, გამოფენა მუდმივმოქმედი იქნება და მას ყოველწლიურად ღვინის სახლის 300 000-მდე სტუმარი დაათვალიერებს.

   აქვე ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუზეუმების გაერთიანებასა და აჭარულ ღვინის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა საგამოფენო, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის აჭარული ღვინის სახლის ტერიტორიაზე ღვინის თემატიკის ამსახველი მუზეუმის დაარსებას ითვალისწინებს, რაც უპრეცენდენტოა დასავლეთ საქართველოში.