ახალი თანამშრომლობა პოლონეთის რეგიონულ პარლამენტთან

14 თებერვალი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაცია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით ქ. კატოვიცეში შეხვედრებს მართავს. ვიზიტის მთავარ მიზანს სილეზიის რეგიონულ პარლამენტთან ახალი თანამშრომლობის განხილვა და სხვადასხვა მიმართულებით სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება წარმოადგენს. 

     რეგიონების საკანონმდებლო უწყებებს შორის ახალი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და საკანონმდებლო მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარებას. სილეზიის რეგიონული პარლამენტი იქნება პოლონეთის რესპუბლიკის მეორე საკანონმდებლო ორგანო, რომელთანაც აჭარის უმაღლესი საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს.

    ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და დელეგაციის სხვა წევრები სილეზიის სავოევოდოს მარშალს იაკუბ ჩელსტოვსკის, სილეზიის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარეს იან კავულოკს, სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალს ვოიჩეხ კალუცას, სილეზიის უნივერსიტეტის პრორექტორს ტომაშ პიეტშიკოვსკსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ტომაშ ჟავიონს შეხვდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი