ბიუროს სხდომა

08 თებერვალი

 უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის - ზაზა ოქუაშვილის ადგილმონაცვლედ, უსკო-ს მიერ წარმოდგენილი პარტიული სიის რიგით მესამე ნომრის - მერაბ ბლადაძის კანდიდატურის უფლებამოსილების ცნობის საკითხს რიგგარეშე სხდომაზე ეყრება კენჭი. შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს მეოთხე სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

 საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში დასრულდა     ,,აჭარის  ავტონომიურ  რესპუბლიკაში    გენდერული თანასწორობის განხორციელების ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“   დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურები. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი რიგგარეშე სხდომაზე განიხილება. პროექტი  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ წარადგინა.

 ბიურომ მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის - მაია ხაჯიშვილის მიერ  წარმოდგენილ 2019 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას.