08 თებერვალი

- მზად ვარ, ვითანამშრომლო ყველა იმ უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, რომელიც რეგიონის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით იმუშავებს, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, სასტუმრო „ჰილტონში“, შეფასებითი კვლევის - ,,აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირებისა და დაფინანსების პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის შეფასება“ ანგარიშის წარდგენისას.

 შეხვედრა, რომელიც  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: - ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში გაიმართა, აჭარის  რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირების, სტრატეგიების შემუშავებისა და დაფინანსების პროცესში რეგიონის  ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებული მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

 პროექტს „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC), პარტნიორ ორგანიზაციებთან -  „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN)“ და „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ (IOD) თანამშრომლობით ახორციელებს.