07 თებერვალი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი და აპარატის წარმომადგენლები ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ ახალ პროექტს - “სილამაზე და ჯანსაღი გარემო ბათუმის ქუჩებში“  შეუერთდნენ. კანონმდებლებმა საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ქუჩაზე სხვადასხვა სახეობის ხის 70-მდე  ნერგი დარგეს.

     პროექტი ბათუმის მასშტაბით 4000-მდე ხე-მცენარის დარგვას ითვალისწინებს.