04 თებერვალი

 ზაზა ოქუაშვილის ადგილმონაცვლედ უმაღლეს საბჭოში აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის რიგით მესამე ნომრის - მერაბ ბლადაძის კანდიდატურა წარადგინა. მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.


 კომიტეტის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განცხადებით, უსკო-დან საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.

 კომიტეტმა მერაბ ბლადაძის უფლებამოსილების ცნობა მიზანშეწონილად მიიჩნია. მზადაა შესაბამისი დადგენილების პროექტიც, რომელსაც უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ეყრება კენჭი.