კომიტეტმა საჯარო შეხვედრების კვირეული დაიწყო

29 იანვარი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, ნინო ჩხეტია, ილია ვერძაძე, გიორგი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.

  ღონისძიებას, რომლის მიზანი კომიტეტის მიერ განხორციელებული რეფორმებით მიღებული სიკეთეებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირება, მათი წინადადებებისა და მოსაზრებების გაცნობააა, ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარიდან, მოქალაქეები, მეცნიერები და ექსპერტები.

  საჯარო შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და ბათუმის 69-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე უძვებოდნენ, სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.