23 იანვარი

 „ზაზა ოქუაშვილისთვის აჭარის ავტონომიური უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი განიხილეს უმაღლესი საბჭოს ბიუროს  სხდომაზე.

 საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განმარტებით, “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 2018 წლის 20 დეკემბერს მიმართა საკანონმდებლო ორგანოს და ყველა შესაბამის პროცედურის დასრულების შემდეგ საკითხი მზადაა კენჭისყრაზე დასაყენებლად.

 ბიურომ მხარი დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას.