დავით გაბაიძე: „მომავალი თქვენ გეკუთვნით“

22 იანვარი

   -ქვეყნის მომავალი თქვენნაირი ახალგაზრდების, განათლებული, წარმატებული თაობის ხელშია. ისეთი პროექტი, როგორიც „ეტალონია“, მოტივაციისა და სტიმულის მიმცემია მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ხვალ არა მხოლოდ რეგიონი, არამედ სრულიად საქართველო უნდა ასახელონ, - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  ხულოს მუნიციპალიტეტში გამართული სატელევიზიო  პროექტის - „ეტალონის“ მონაწილეებს.

   საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ,  მოსწავლეებს შემდგომი წარმატებები უსურვა და „ეტალონის“ წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, პროექტის გასული წლის გამარჯვებულს მარად მელაძეს საჩუქარი გადასცა, რომელიც მის მშობლიურ სოფელში - ირემაძეების საჯარო სკოლაში დაიმკვიდრებს ადგილს.

   აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო პროექტი წელს ხულოდან დაიწყო და მასში 49 სკოლის 81 მოსწავლე მონაწილეობდა. ახალ სეზონზე პროექტის გამარჯვებული ოქრუაშვილების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე საბა აბაშიძე გახდა.