14 იანვარი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდებს შობა-ახალი წლის დღესასწაულები მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 კაფე „ორიენტ-ბათუმში“ გამართულ ღონისძიებაზე, მოზარდებს არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ. ორგანიზატორებმა, შშმ მოზარდებისთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, საგანგებოდ მოიწვიეს თოჯინების თეატრის წარმომადგენლები - ექსპერიმენტულ წარმოდგენაში, მსახიობებთან ერთად, მოზარდებიც ჩაერთნენ და მათთან ერთად იხალისეს.