გოდერძზე საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

28 დეკემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ირაკლი ჭეიშვილი,  ხვიჩა შარაშიძე, კურორტ გოდერძის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

 მაღალმთიანი აჭარის სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი რეგიონის ხელისუფლებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ წარმომადგენლებმა გახსნეს.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ადგილობრივებსა და კურორტის სტუმრებს მიესალმა და სეზონის გახსნა მიულოცა.

  ოფიციალურ ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო კურორტის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი,  გოდერძზე ასული სტუმრებისთვის მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა სხვადასხვა  ღონისძიებები, კონცერტები.

  სათხილამურო კურორტს 2018-2019 წლების სეზონზე ორი მცირე საბაგირო - ე.წ. 200-მეტრიანი“ბიგელი“  და 80-მეტრიანი „მოძრავი ხალიჩა“ შეემატა. ამასთან, დამსვენებელთა სამსახურშია ორი დიდი - „გონდოლასა“ და „ბაბლის“ ტიპის საბაგიროები. ახალი სეზონისთვის მოეწყო საბავშვო არეალი, გაიხსნა სწრაფი კვების ახალი ობიექტები, 40 ადამიანზე გათვლილი 13-ნომრიანი სასტუმრო „დავითი“. ამჯერად, გოდერძზე ერთი სასტუმრო და 6 თანამედროვე კოტეჯია. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე  აქ 8 კილომეტრი, მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან 2 366 მეტრია.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი