2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

26 დეკემბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლადო მგალობლიშვილი, ირაკლი ჭეიშვილი, ცოტნე ანანიძე, ილია ვერძაძე,  რეგიონის ხელისუფლების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები , სასტუმრო „ინტურისტში“ წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულ სპორტსმენებთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი