24 დეკემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ხელისუფლების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სასტუმრო „ჰილტონში“ წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

  ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულ სპორტსმენებთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ.