24 დეკემბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ირაკლი ჭეიშვილი, ლადო მგალობლიშვილი, ცოტნე ანანიძე, ილია ვერძაძე, პეტრე ზამბახიძე, ვახტანგ წულაძე, ხვიჩა შარაშიძე, სასტუმრო „ინტურისტში“ საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას - „მაგნოლია 2018-ს“ დაესწრნენ .

  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტები ტურისტების, ტურისტული სექტორის შეფასებებითა და კვლევებით გამოავლინა. გარდა ამისა, გამოიკითხა ტურისტული სააგენტოები, გიდები, განთავსებისა და კვების ობიექტები.

  ღონისძიებაზე,  რომელიც ჩვენს რეგიონში 2015 წლიდან ტარდება და რომლის მთავარი მიზანი სექტორის სტიმულირება-წახალისებაა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  ნომინაცია „საუკეთესო ტურისტული მარშრუტის“ მფლობელი დააჯილდოვა.

   „მაგნოლია 2018-ის“ რჩეულებს ჯილდოები გადასცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.