23 დეკემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო ,,ჰილტონში",  წარმატებული ხელოვანების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

  ბათუმის მერიამ 11 წარმატებული ხელოვანი შემდეგ ნომინაციებში გამოვლინა: „რჩეული ხელოვანი“, „წლის ხელოვანი“, „წლის დებიუტანტი“ და „დიდასკალოსი“. ჯილდოები ზაზა ხალვაშს, ნოდარ შავაძეს, ტიტე კომახიძეს, მაია ცეცხლაძეს, ნინო საკანდელიძეს, მანუჩარ შერვაშიძეს, ირაკლი კახიძეს, როინ აბუსელიძეს, ვახტანგ გორდაძეს, ინგა ბოცვაძესა და თემურ ბაკურიძეს გადაეცათ.

  2018  წლის წარმატებული ხელოვანები, ბათუმის  მერის ბრძანებით შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კონკურსის წესით შეარჩია. ღონისძიება იმ ხელოვანთა მხარდაჭერასა და სტიმულირებას ითვალისწინებს, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ეროვნული კულტურის განვითარება-პოპულარიზაციაში. გამარჯვებულებს ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ფულადი ჯილდოები გადაეცათ.