23 დეკემბერი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაკვეთით, 23-24 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების საქმიანობის ხელშეწყობისა და პროფესიული საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,   ატარებს ტრენინგს თემაზე - "საბიუჯეტო სისტემა, პროგრამული ბიუჯეტირება".

    როგორც ცნობილია, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით გაძლიერდა უმაღლესი საბჭოს საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად განკარგვის ზედამხედველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზრდილი რესპუბლიკური ბიუჯეტის პირობებში. 

    ორ დღიან ტრენინგს, რომლის მიზანი საჯარო მოხელეთა  გადამზადებაა, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატისა და საფინანსო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის წარმომადგენელი, აკადემიის ტრენერი ლევან ბადუაშვილი ატარებს.  

    პროექტის  მონაწილეებს გადაეცემთა სერტიფიკატები.