21 დეკემბერი

   ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე საზოგადოების წინაშე ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

   წარდგინებას, რომელიც სასტუმრო «ჯორჯიან პალასში“ გაიმართა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები  - გიორგი რომანაძე, ცოტნე ანანიძე, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად  დაესწრნენ.

   ქალაქის მერმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავება დაასახელა, ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე.

   აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და მთავრობის სხდომის ქობულეთში გამართვა დააანონსა.