21 დეკემბერი

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლადო მგალობლიშვილი, ილია ვერძაძე და ცოტნე ანანიძე  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ქალაქ ბათუმში  ე.წ ,,ჩეხოვის სახლში’’ გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

        შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა დავით გაბაიძე. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის, მათი დღევანდელობასთან თანაარსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და  ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა საინტერესო წამოწყების განხორციელებისთვის.

          ღონისძიებაზე,  რომლის მიზანი აჭარაში არსებული ურბანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია გახლდათ, მწერალმა და პუბლიცისტმა რამაზ სურმანიძემ, დამსწრე  საზოგადოებას „ჩეხოვის სახლად“ წოდებული მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული შენობის  ისტორია გააცნო, ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომელთა მოღვაწეობაც  მჭიდროდ უკავშირდება ამ სახლს.

          საღამო რეჟისორ გაბრიელ გოშაძის მიერ დადგმული ანტონ ჩეხოვის  სამი მოთხრობის ინსცენირებით  (,,ბედნიერი ბილეთი’’, ,,ბოროტმოქმედი’’, ,,მიამიტი’’) დასრულდა, „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის“  მადლობის სიგელი  გადაეცა  რამაზ სურმანიძეს.