20 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება –მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, პოლონეთის ქვემო სილიზიის რეგიონალური ბიუროს მიწვევითა და დაფინანსებით,  ბრიუსელში იმყოფებოდა.

 უმაღლესი საბჭოს წევრი  ბრიუსელში სხვადასხვა სახელმწიფოთა რეგიონების წარმომადგენლობების საქმიანობას გაეცნო. ვიზიტის მიზანი  რეგიონული მმართველობის  ევროპული გამოცდილების გაზიარება გახლდათ.

 ილია ვერძაძის განცხადებით,  რეგიონული მართვის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების კოორდინირებული ურთიერთობების ძირითადი პრინციპების, აპრობირებული  თუ ინოვაციური მეთოდების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაცია, ანალიზი ძალზე მნიშვნელოვანია უკეთესი მმართველობის დამკვიდრების თვალსაზრისით. ამასთან, სახელმწიფოთა რეგიონული წარმომადგენლობების გამოცდილების გაზიარება, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, უახლესი მომავლის პერსეპქტივაა.