09 დეკემბერი

9 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს იასინ თემიზქანს შეხვდა.

მეზობელი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობასა და თანამშრომლობას. ხაზგასმით ითქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და გენერალურ საკონსულოს შორის ტრადიციადქცეულ ურთიერთობებზეც, რომლებიც სამომავლოდაც გაგრძელდება.

-თურქეთი ჩვენი მეზობელი, მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო და იმედი მაქვს, რომ თურქეთ-საქართველოს შორის არსებული პარტნიორული, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და სხვა სფეროებში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.