19 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კლასიკური მუსიკის  კონცერტს დაესწრო.

 წინასაახალწლო ღონისძიებაში  სკოლისგარეშე სახელოვნებო სკოლების წარმატებული მოსწავლეები და გუნდები მონაწილეობდნენ.

 კონცერტის შემდეგ, 2018 წლის 35 წარმატებულ მასწავლებელს სამახსოვრო ხელნაკეთი საჩუქრები გადაეცა.  საუკეთესო პედაგოგები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა დააჯილდოვეს.