უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გრძელდება

19 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეგიდით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ჩატარდა.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - გიორგი რომანაძე ცეცხლაურის საჯარო სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

 კანონმდებლებმა ადგილობრივებს ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმდინარე პროგრამებსა და სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

 მორიგი აქცია, ამჯერადაც, სამედიცინო კორპორაცია „ევექსისა“ და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანადგომით გაიმართა. სხვადასხვა პროფილის ექიმებმა სოფელ ცეცხლაურში 100-მდე პაციენტი გასინჯეს. მედიკოსებმა აქციის ფარგლებში, გამოკვლევებთან ერთად, მსურველებს სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწიეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი