17 დეკემბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულება განიხილეს. სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, შესაბამისი ანგარიშით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.

   მომხსენებლის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში  ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში 115 %-ით შესრულდა - დაგეგმილი 189 მილიონის ნაცვლად 217 მილიონი ლარი შემოვიდა. გადასახადების ნაწილში სამი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი 93 %-ია.

   მინისტრმა და მისმა მოადგილემ არჩილ ვანაძემ უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი წინადადებები და მოსაზრებები ცალკეული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

   კომიტეტმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღო.