15 დეკემბერი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სმენადაქვეითებულთა და უსინათლოთა  მხარდამჭერი კლუბის წარდგინებას დაესწრო.

  ბათუმის თავისუფალ სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე ცოტნე ანანიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებასა და  ორგანიზატორებს კლუბის შექმნისათვის. იქვე აღნიშნა, რომ  ახლადდამკვიდრებული ლორმის ანბანი სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირებს  კომუნიკაციიის საშუალებებს გაუმარტივებს.

      ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ გამართულ ღონისძიებაში Human Doc - პროგრამების დირექტორი სტანისლავ ბროდნუხი, თვითმართველობების წარმომადგენლები და ამავე ორგანიზაციის ადგილობრივი  პარტნიორები მონაწილეობდნენ.

   სმენადაქვეითებულთა და უსინათლოთა მხარდამჭერი კლუბი ა(ა)იპ ,,მომავალი იწყება დღეს“ და პოლონური ორგანიზაცია Human Doc- ის პროექტისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.

       ორგანიზატორთა განცხადებით, ამიერკავკასიაში პირველად იქმნება ერთდროულად სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების რეაბილიტაციის,  განათლების, ინტეგრაციის ცენტრი, რომლის კლუბები თბილისში, თელავში, ბათუმსა და ზუგდიდში იფუნქციონირებენ. კლუბებში, რომლებსაც სპეციალური აღჭურვილობები გადაეცათ, პოლონელი ექსპერტების მიერ გადამზადებული სპეცპედაგოგები იმუშავებენ.