07 დეკემბერი

7 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დასავლეთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე და მისი მოადგილე ადამ შანთაძე მიიღო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჩვენი რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

სასულიერო პირებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს გულითადი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.