10 დეკემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“, შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირებს, მათ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზიებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

  შშმ პირთათვის სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროგრამებზე, მათ აღსრულებაზე, შშმ პირების პრობლემებსა და მათ მიერ დანახულ  პრიორიტეტებზე შეხვედრის მონაწილეებმადისკუსიის ფორმატში იმსჯელეს.

  საუბარი შეეხო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, დასაქმების ხელმისაწვდომობისა და ადაპტირებული გარემოს ხელშეწყობის საკითხებს. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

  დასასრულს შეხვედრის მონაწილეებს ცოტნე ანანიძემ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სახელით ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (ფლაერები)  უსახსოვრა.