09 დეკემბერი

9 დეკემბერს მსოფლიო უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 

 ყველას გვაქვს გაცნობიერებული უფლებადამცველების განუსაზღვრელი როლი საზოგადოების და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების, ასევე საყოველთაო მშვიდობის ხელშეწყობის საკითხებში. 

 20 წელია რაც გაეროს უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციაში გაიწერა უფლებადამცველების დაცვისათვის აღიარებული საერთაშორისო პრინციპები, თუმცა ისტორიამ შემოგვინახა მაგალითები თუ რა რისკისა და საფრთხეების ფასად უწევდათ ამ უფლებების რეალიზებისთვის ბრძოლა. 

 ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა უფლებადამცველს, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს, ვისურვებდი, რომ მათი საქმიანობა სათანადოდ იქნეს აღიარებული და დაფასებული.