06 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო და ბრანდენბურგის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) ლანდტაგი, ორწლიანი სამუშაო გეგმის ფარგლებში, ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. დოკუმენტს, რომელშიც სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი ორწლიანი ერთობლივი აქტივობებია გაწერილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ბრანდებურგის ლანდტაგის პრეზიდენტმა ბრიტა შტარკმა 6 დეკემბერს მოაწერეს ხელი.

 ღონისძიებას გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის საკანონმდებლო ორგანოს 7-კაციანი დელეგაცია, ბრანდებურგელი კანონმდებლები და „ბრანდენბურგ-საქარტველოს ურთიერთობის საზოგადოების“  თავმჯდომარე პავლე შპეტიშვილი ესწრებოდნენ.

 დოკუმენტზე ხელის მოწერამდე, ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება მოუწყო ქალბატონმა ბრიტა შტარკმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონთა შორის თანამშრომლობაზე.