03 დეკემბერი

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი, წარმოდგენილი შენიშვნებით, მეორე მოსმენით უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

   საკითხი სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ წარმოადგინა.

   კომიტეტის წევრებმა, მომხსენებელთან ერთად, დეტალურად განიხილეს კანონის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები.