05 დეკემბერი

14 ხმით არც ერთის წინააღმდეგ - ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 5 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

ფარულ კენჭისყრამდე და საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე რიგგარეშე სხდომა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით წარიმართა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ზურაბ პატარაძის გამოსვლამდე კოლეგებს რეგლამენტის 111- ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ შეახსენა და სხდომის მონაწილეებს რეგლამენტით გათვალისწინებული შესვენების გარეშე სხდომის წარმართვის წინადადებით მიმართა.

მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ამომრჩეველსა და საქართველოს ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

-ეს ძალზე დიდი პასუხისმგებლობაა და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, მომავალი 4 წელი ნდობის გამართლების იქნება და რეგიონის მმართველობა ახალი სტილით გაგრძელდება. სხდომის მონაწილეებს ზურაბ პატარაძე ვრცლად ესაუბრა დაგეგმილ პრიორიტეტებსა და იმ სიახლეებზე, რომელთა უმთავრესი მიზანი რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის სწრაფი განვითარება-გაძლიერებაა.

ეკონომიკის განვითარება, რაც შეიძლება მეტი და ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმი, მეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი, სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები, განათლება, კულტურა, სპორტი - ეს იმ მიმართულებათა ჩამონათვლია, რომლებზეც მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა. ბათუმში გმირთა ხეივანში დაგეგმილი 5 უზარმაზარი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა, მახინჯაურის კემპინგ-პარკი, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობა, მისი თქმით, რეგიონში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავ პრიორიტეტად რჩება აჭარის მაღალმთიანეთში ახალი ინვესტიციების მოზიდვა და მისი განვითარებისთვის ზრუნვა. კურორტ გოდერძის ინფრასტრუქტურული პროექტების, მაღალმთიანეთის ალპური ბოტანიკური ბაღის, ტურისტული ზონების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებისათვის სოლიდური თანხები გაიხარჯება. ზურაბ პატარაძემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, ისიც, რომ რეგიონის ბიუჯეტში საკმაოდ შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები, სანაცვლოდ გაზრდილია სოციალური და კაპიტალური პროექტების დაფინანსება.

ბათუმსა და ქობულეთში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებამდე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ამ დღეებში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონის მთავრობა, ყველა შესაბამისი სტრუქტურა, უწყება თუ რგოლი სადღეღამისო რეჟიმში მუშაობდა და შესაბამისი სამუშაოები კვლავაც ინტენსიურად მიმდინარეობს. მომხსენებლის განცხადებით, ბათუმის სანაპირო ზოლის სრული აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და 18 თვეში დასრულდება. დაგეგმილია ქობულეთის სანაპირო ზოლის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, ჯებირების გამაგრება-მოწყობა. მომავალში საკურორტო ქალაქს კეთილმოწყობილი ზღვისპირა პარკიც შეემატება.

ზურაბ პატარაძემ თავის მოხსენებაში ბათუმში დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა, მისი თქმით, ქალაქის შემოსასვლელში ახალი ესტაკადის მშენებლობა სასიკეთოდ წაადგება ჩვენს რეგიონს, დაიწყება ბათუმელებისა და ბათუმის სტუმრებისათვის საყვარელი კაფე „ფანტაზიის“, იგივე „რვაფეხას“ სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რაც შეეხება ბათუმის ბულვარს, გათვალისწინებულია მისი კონსერვაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მთავარი სიმბოლო ხელუხლებლად შეუნარჩუნდება მომავალ თაობებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პარალელურად განვითარდება ახალი ბულვარი, კეთილმოეწყობა იახტ-კლუბი და მისი მიმდებარე ტერიტორია, დაიწყება ბათუმის სტადიონის მშენებლობა, ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაზე მუშაობა, სხვადასხვა პროექტები განხორციელდება სპორტული, საქმიანი და სამედიცინო ტურიზმის განვითარების მხრივ და ა.შ.

თავის გამოსვლაში ზურაბ პატარაძემ არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება და აქვე აღნიშნა, რომ რეგიონის მთავრობა ხელს შეუწყობს ე.წ. თავისუფალი პროექტების განხორციელებასაც, რომელთა მიზანი ისევ და ისევ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება.

-ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. ძლიერი რეგიონი, ძლიერ ქვეყანას, ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მისი გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანონმდებლებმა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს ე.წ. „ოცნების ქალაქზე“, ლარის გაუფასურებით გამოწვეულ მდგომარეობაზე, გონიოს პოლიგონზე დაგეგმილ საინვესტიციო პროექტზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე, მოსახლეობის კომპენსაციებსა და სხვა საკითხებზე დაუსვეს კითხვები.

კითხვა- პასუხის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს კომისიებს, უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებსა და ფრაქციებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ თავიანთი პოზიციები. ვლადიმერ მგალობლიშვილის, გია აბულაძის, ელგუჯა ბაგრატიონის, დავით თედორაძის, დავით ბაციკაძის, ილია ვერძაძისა და ირაკლი ჭეიშვილის გამოსვლების შემდგომ დასკვნითი სიტყვა კვლავ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს მიეცა, თუმცა მანამდე სხდომის მონაწილეებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიმართა:

-ჩვენ ამ დარბაზში ხალხის სახელით ვსაუბრობთ და კონსტრუქციულობა უნდა შევინარჩუნოთ. განსხვავებული აზრი და ჯანსაღი კრიტიკა ერთმანეთის ხელის შეშლის გარეშე უნდა გამოითქვას, - განაცხადა დავით გაბაიძემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზურაბ პატარაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და ეფექტური მმართველია.

ფარული კენჭისყრის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა, რა დროშიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა - განისაზღვრა ფარული კენჭისყრის ადგილი და ბიულეტენების ფორმები.

განახლებულ სხდომაზე ზურაბ პატარაძე 14 ხმით აირჩიეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

შესაბამის დადგენილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზშივე მოაწერა ხელი.