გილოცავთ ხანუკას დღესასწაულს!

02 დეკემბერი

  ქართველს და ებრაელ ხალხს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს. 26 საუკუნე ამ ორმა ერმა გაითავისა და შეიყვარა ერთმანეთის დღესასწაულები, ერთად გაიარა ტკივილიცა და სიხარულიც, მწუხარებაც და გამარჯვებაც! სწორედ ამიტომ სულითა და გულით ვულოცავ ჩვენს მოძმე ერს ხანუკას დღესასწაულს, რომელსაც ხალხი „სინათლის“ დღესასწაულსაც უწოდებს.
  „ხანუკა“ ერთ–ერთი უძველესი და უდიდესი ებრაული დღესასწაულია და ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–2 საუკუნიდან იღებს სათავეს. დღესასწაული ტაძრის გათავისუფლებასა და კერპებისაგან განწმენდას უკავშირდება. მის აღსანიშნავად ებრაელი ხალხი 8-ქიმიან მენორაზე სანთლებს ანთებს. ამ სანთლებს მათ სახლებსა და გულებში მომავლის რწმენა და იმედი შემოაქვს. ვულოცავ მათ ამ დიდ დღესასწაულს და სინათლით, იმედით გაბრწყინებას ვუსურვებ!

                                                                                                                                            პატივისცემით,

                                                                                                    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი

                                                                                                     საბჭოს თავმჯდომარე

                                                                                                     დავით გაბაიძე

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი