28 ნოემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავისი არჩევანი ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა.

  -ცნობილია, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის მთავარსარდალი, საგარეო ურთიერთობებში საქართველოს წარმომადგენელი და შესაბამისად, ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ შეძლებს ამ კომპეტენციების განხორციელებას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა, ხალხი, საზოგადოება კიდევ ერთხელ ღირსეულად ჩააბარებს იმ გამოცდას, რასაც არჩევნები ჰქვია, - განაცხადა დავით გაბაიძემ მედიის წარმომადგენლებთან.

განცხადებები